воскресенье, 2 мая 2010 г.
ხეზე კვეთა
1. პროექტის სახელი: ხეზე კვეთა
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იკვლევენ ხის მერქანს და მისი დამუშავების ისტორიას. მის თავისებურებას და გამოყენებას მრავალმხრივი დანიშნულებით.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს და მსოფლიოს იმ ქვეყნებს სადაც აქვთ ხის დამუშავების ტრადიციები და კულტურა,იკვლევენ ხის გამოყენების ისტორიას. შეისწავლიან იმ ეპოქას, როცა აქტიურად გამოიყენებდნენ ხის ჭურჭელს. გაავლებენ პარალელს უძველეს და თანამედროვე ხის ნაკეთობებს შორის. რა ცვლილება განიცადა ხის მერქნის დამუშავებამ უძველესი დროიდან დღემდე.
შეისწავლიან ხის მერქნის გამოყენებას სხვადასხვა დანიშნულებით (ჭურჭელი, სამკაულები, სუვენირები, საამშენებლო, საეკლესიო ნივთები) დაამუშავებენ ხის მერქანს და მისგან შექმნიან სხვადასხვა დიზაინისა და დანიშნულების ნივთებს.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე-5 კლასი, მე-6 კლასი/ 11-12 წ.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1/2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ხის დამუშავებისა და ხეზე კვეთის უძველეს ტრადიციებზე, მისი გამოყენების მრავალფეროვნებაზე, უკეთ გაიცნობენ საქართველოს კუთხეების თავისებურებებს ამ მხრივ.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან ფოტოალბომს, ვიდეო მასალას, მოაწყობენ ნამუშევრების გამოფენებს, პრეზენტაციებს, საქველმოქმედო აქციებს, ესტუმრებიან მუზეუმებს, სახელოსნოებს, ადამიანებს რომლებიც მუშაობენ ხის ნაკეთობებზე. მოეწყობა ექსკურსიები იმ რეგიონში სადაც მრავლადაა ტყეები.
8. სამუშაო ენა - ქართული
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ხელოვნება, ხატვა, ქართული, ისტორია, მატემატიკა, ტექნიკური შრომა.
კვლევა-ძიების უნარის განვითარება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ისტ-ის საშუალებების გამოყენება.
10.პროექტის ავტორის ელ–ფოსტა: luitchalidze@gmail.com
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий